- ტერმინები"საიტი"- ვებ გვერდი https://choiceagent.blogspot.com"მმართველი კომპანია"- ვებ გვერდი https://choiceagent.blogspot.com-ს მმართველი კომპანია, შპს "არჩევანი"."მომხმარებელი"- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით, ანთავსებს განცხადებას, ან ეძებს სასურველ პროდუქციას."განცხადება"- ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი ან გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ.1. ვებ გვერდის პირობები.
- 1.1 კომპანია არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი ან მყიდველი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება გამყიდველს და მყიდველს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
- 1.2 მმართველი კომპანია უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ვებ გვერდზე.
- 1.3 კომპანიას არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი პროდუქტი და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.
- 1.4 განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლდება კომპანიის მიერ.
- 1.5 საიტზე განთასებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის პროდუქციის რეალიზაციას და კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან.
- 1.6 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით.
- 1.7 საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.
- 1.8 გამომდინარე 1.7 პუნქტიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.
- 2. განცხადების განთავსება
- 2.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
3. კომპანიის უფლებები და მოვალეობები- 3.1 კომპანია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.
- 3.2 კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
- 3.4 კომპანია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.
- 3.5 ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე 2.7 პუნქტის დარღვევით წაიშლება და მომხმარებლის სახელი.
- 3.6 2.7 პუნქტის ორჯერ, ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის ტელეფონის ნომერი და IP მისამართი.
- 3.7 კომპანიას უფლება აქვს დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება.
- 3.8 კომპანიას უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს.
- 3.9 კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე.
- 3.10 კომპანია არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
- 3.14 კომპანიას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება ‘საიტის მოხმარების წესების’ განყოფილებაში.
უძრავი ქონების პორტალი საქართველოში, ბინები, ყიდვა გაყიდვა გაქირავება
წესები და პირობები
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment